„ყაზბეგობა 2025“

12:18, 30.08.2025

დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს, „ყაზბეგობა 2025“-ს მასპინძლობს.

სტეფანწმინდის სპორტულ მოედანზე, საფესტივალო სივრცის მოსაწყობად, ტექნიკურ-მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე სხვადასხვა სახის აქტივობა გაიმართება. დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთის რეგიონისათვის დამახასიათებელი ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა.  საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა.ასევე, ჩატარდება კონცერტი სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლების, სახალხო მთქმელების და პოეტების მონაწილეობით.  დაჯილდოვდებიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესები. ღონისძიებას კონცერტი და ფეიერვერკი დაასრულებს.

მსგავსი