„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტი დროებით ჩაიკეტა

დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. „ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.