ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს ყაზბეგის გამზირზე. ზურგის არეში მიყენებული ჭრილობით, ის “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.