ყაზახური ნავთობის ტრანზიტი საქართველოს გავლით
კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს, როგორც ალტერნატიული და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
ყაზახეთი საკუთარი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-სუფსის მარშრუტების გამოყენებას გეგმავს. ტრადიციულ დერეფნებში არსებული გაურკვევლობის გათვალისწინებით, საქართველოს პარტნიორმა ქვეყანამ ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო. უკვე გადაწყვეტილია, რომ „ყაზმუნაი გაზმა“ საქართველოს დერეფანის გავლით ექსპორტზე გასულ წელთან შედარებით 31 %-ით მეტი, ანუ მილიონ შვიდასი ათასი ტონა ნავთობი გაიტანოს.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილება და მოსალოდნელი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე – ნახეთ შალვა სუმბაძის სიუჟეტი.