ყაზახური ხორბალი საქართველოში

ყაზახური ხორბლის იმპორტი საქართველოში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის ყახაზეთში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოში მსხვილი ყაზახური კორპორაციების სამუშაო ჯგუფის ვიზიტი მიმდინარეობს, რომლის დროსაც დაგეგმილია შეხვედრები როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.