ყაზახეთში ეკონომიკური ფორუმი იმართება
„შთამაგონებელი ზრდა: ადამიანები, ქალაქები, ეკონომიკები,“ – ეს ყაზახეთში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის მთავარი სლოგანია.
ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძემ ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობაზე და ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება.