საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი, კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას. მანამდე, ერჟან სადენოვს ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.