ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერმეკ კოშერბაევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ამ წუთებში კი – შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიმდინარეობს. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე