ყავის ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში“
Tbilisi Coffee Festival 2025 – „ექსპო ჯორჯია“ უკვე მესამედ, რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ყავის ღონისძიებას მასპინძლობს. ფესტივალი აერთიანებს ყავის, სტუმარმასპინძლობის და სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ასევე ათასობით სტუმარს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ აღმოაჩინონ ახალი ბრენდები, მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში და უკეთ გაიცნონ ყავის მოხმარების კულტურა და ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეები. ღონისძიებაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.