ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმე

„სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილი  იქნა ტყუილში“, – განაცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. საუბარია ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე.

თეა წულუკიანმა მათი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო კავშირზეც ისაუბრა.

პარალელურად გამოკითხვა გრძელდება პროკურატურაში. საგამოძიებო უწყებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს ელოდებიან.