ყალბი კოვიდპასპორტების დამზადების ფაქტები

12:15, 26.10.2021

ყალბი კოვიდპასპორტების დამზადების ფაქტები გამოვლინდა თბილისსა და იმერეთში. დააკავეს ერთი და პასუხისგებაშია მიცემული ცხრა პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს ორი ყალბი ე.წ. კოვიდპასპორტი დაუმზადეს, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ. იმერეთში კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა რვა პირი ამხილეს.

მსგავსი