ყალბი დოკუმენტების დამზადება

დაკავება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი აიყვანა. უწყების ინფორმაციით,  ბოლო პერიოდში გახშირდა საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევები. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 750 ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს ყალბი საბანკო ამონაწერი დაუმზადა. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოამბე