ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული პირია დაკავებული.
წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი სამართალდამცველებმა თბილისში აიყვანეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა, ცეცხლსასროლი იარაღით, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.
საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს.