ყაჩაღობა თბილისში

ამ დრომდე ეძებენ შეიარაღებულ თავდამსხმელებს სამართალდამცველები. მძევლად აყვანილ გოგონას, ბანკის თანამშრომლებს და თვითმხილველებს კი, პოლიციაში კითხავენ.

გლდანში „საქართველოს ბანკის“ ძარცვის მცდელობაში ბრალდებულებს გამოძიება ყაჩაღობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. ინციდენტის ადგილზე კი, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ვაკო ორმოცაძე დეტალებით.