ყაჩაღობა ბათუმში

რუსთაველის №10-ში, პოლიციის განყოფილების მომიჯნავე ჰოსტელში გუშინ, გვიან ღამით ორი მამაკაცი შეიჭრა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა მძარცველებმა ჰოსტელის მობინადრეებს განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ და სასწრაფოდ გამოეჩინათ ნარკოტიკები და პირადი ნივთები. მძარცველებმა ერთ-ერთ ბინადარს მობილური წაართვეს, თუმცა ჰოსტელის ბინადრებმა ერთ-ერთი თავად დააკავეს და პოლიციის გამოძახებაც მოასწრეს. მეორე მძარცველი კი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარობს