ხელოვნების სასახლის კოლექციას კიდევ ერთი უნიკალური ექსპონატით შეემატა.
კულტურის ისტორიის მუზეუმს მე-18 საუკუნით დათარიღებული ქართული ხელნაწერი გადაეცა. „იამბიკონი და იკოსნი წმიდისა ღმრთისმშობლისადმი“ – განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის მქონე ხელნაწერი, რომელიც კერძო პირისგან შეიძინეს, თავის დროზე ნიკო დადანისთვის დამზადდა.
ვიდრე უნიკალური ხელნაწერი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, წინ რთული სამუშაოა. რესტავრაციის მეორე ეტაპი თითოეული ფურცლის დეტალურ წმენდას, გამაგრებას და დანაკარგების შევსებას ითვალისწინებს. პროცესის დასრულების შემდეგ, მე-18 საუკუნის ხელნაწერი ხელოვნების სასახლეში გამოიფინება.