წყნეთში მომხდარი მკვლელობის საქმე - სასამართლო პროცესი

წყნეთში 30 წლის ზურაბ გველესიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის პროცესზე, გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაიკითხნენ. დაზარალებული მხარე არ ეთანხმება ბრალდების კვალიფიკაციას, რომ პოლიციელს დაკავებისას იარაღი შემთხვევით, გაუფრთხილებლობით გაუვარდა. დაზარალებული მხარე ამტკიცებს, რომ ყოფილმა პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცი განზრახ მოკლა – რა არგუმენტები აქვთ მათ, ბელა ზაქაიძე გვეტყვის, რომელიც დაკითხვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ესწრებოდა.