წყნეთის გზატკეცილზე თანამედროვე სპორტული ცენტრი აშენდება

თბილისის მერიის ინიციატივით, წყნეთის გზატკეცილზე თანამედროვე სპორტული ცენტრი აშენდება.

პროექტის დეტალებს ადგილზე თბილისის მერი გაეცნო. ცენტრი მოიცავს დახურულ ფეხბურთის მოედანს, ორ პადელის კორტს, ფიტნეს-დარბაზს და ღია საცურაო აუზს მოძრავი გადახურვით. კახა კალაძის განცხადებით, ტერიტორია სრულად იქნება ათვისებული, ცენტრის მიმდებარედ კი მოეწყობა პარკი. სპორტული კომპლექსის საერთო ფართობი 7 272 კვადრატული მეტრია, დახურული შენობა კი 4 494 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.