„წყნარი ოკეანის ჯგუფი“

მსოფლიოს ხუთმა ქვეყანამ არაფორმალური ჯგუფი შექმნა – ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, იაპონია, ახალმა ზელანდია და გაერთიანებული სამეფო წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებთან ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების გაღრმავებაზე იმუშავებს.

ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირობა დადეს, რომ მეტ რესურსს დახარჯავენ ინდო-წყნარ ოკეანეში, რადგან ამ სივრცეში ჩინეთი ეკონომიკური, სამხედრო და საპოლიციო კავშირების გაძლიერებას ცდილობს.