„წყლის საერთაშორისო სამიტი“ მადრიდში

18:41, 21.05.2026

მადრიდში მიმდინარე „წყლის საერთაშორისო სამიტის“ ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გამართეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგნელებმა. დისკუსიები შედგა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, წამყვან ევროპულ კომპანიებთან და მსოფლიო ბანკთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და კლიმატურ გამოწვევებთან ადაპტაციის საკითხები.

მსგავსი