წყლის პრობლემა სოფელ ტკოცაში
პრობლემები ხაშურის რაიონის სოფელ ტკოცაში. წყალი, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება, სასმელად უვარგისია. სოფელში არც სარწყავი სისტემაა მოწყობილი, რის გამოც წელს გვალვის პირობებში ადგილობრივების ნაწილი მოსავლის გარეშე დარჩა. მოსახლეობა გზების მოწესრიგებასაც ითხოვს.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი ხაშურის რაიონიდან.