წყლის პრობლემა ხაშურის მუნიციპალიტეტში
სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა ხაშურის მუნიციპალიტეტში. სურამში, ბუღაურას დასახლებასა და სოფელ ურთხვაში ადგილობრივები სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ქსელი აქ სამი წლის წინ მოეწყო, თუმცა მოსახლეობა წყალს მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებით იყენებს. სასმელად კი შორი მანძილიდან მოაქვთ. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ წყლის ხარისხი რეგულარულად მოწმდება და შეუსაბამობები მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია გამოვლენილი.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები