წყლის მიწოდების პრობლემა ბაკურიანსა და გუდაურში

ბაკურიანსა და გუდაურში ისევ რჩება წყლის მიწოდების პრობლემა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი მოამბესთან საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემა მშრალი ყინვის გამო შეიქმნა, რის გამოც მილების ნაწილი გაიყინა.

გუდაურს ამ ეტაპზე წყალი მიეწოდება. პრობლემა ამ დროისთვის მხოლოდ მაღალ სართულებზე რჩება.  რაც შეეხება ბაკურიანს, ეკატერინე გალდავას განცხადებით, პრობლემაა ორ დიდ და 18 საოჯახო ტიპის სასტუმროში, რომელთაც წყალს ავზებით აწვდიან და მარაგის შევსებას ამ გზით ცდილობენ.