წყლის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია სტამბოლში

15:19, 06.05.2026

სტამბოლში წყლის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მონაწილეობა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს. მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას წყლის რესურსების მდგრადი მართვის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა გაიმართა თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან. იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების საკითხებზე.

 

მსგავსი