წყლის გარეშე დარჩენილი სოფლები

21:06, 19.07.2026

ზაფხულის დადგომასთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. ქვემო ჭალასა და გორაკაში მოსახლეობას სასმელი წყალი დღეგამოშვებით, გრაფიკით მიეწოდება, სარწყავი წყლის გარეშე ხალხი უკვე 18 წელია, 2008 წლის ომის შემდეგ დარჩა. ამის გამო ადგილობრივები მიწას ვეღარ ამუშავებენ და იძულებულები გახდნენ ხილ-ბოსტნეული იყიდონ, თავად კი მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას მიჰყონ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მაგისტრალური ქსელებისა და სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა, სოფლების გამრიცხველიანება და სასმელი წყლით უზრუნველყოფა მაინც ვერ მოხერხდა.

ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები 

მსგავსი