წყლის ახალი ტარიფი

ელექტროენერგიის შემდეგ, 2018 წლის პირველი იანვრიდან, თბილისში წყალიც გაძვირდება.

სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება მცხეთისა და რუსთავის აბონენტების ნაწილზეც ვრცელდება. ტარიფის ზრდის მიზეზად, დენის მსგავსად, ამჯერადაც წყალმომარაგების კომპანიის საინვესტიციო ვალდებულებები სახელდება. სატარიფო განაცხადში, GWP-ს გადასახადის მატების მოტივად, წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სამუშაოები ჰქონდა მითითებული.

სემეკის დღევანდელი სხდომის შედეგით, მოქალაქეებთან ერთად, წყლის კომპანიაც უკმაყოფილოა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით.