წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს  

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დღევანდელი სხდომიდან აიყვანეს.

გრიგოლ ივანეიშვილს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. საქმე ეხება საკრებულოს ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებულ აუქციონს. გამოძიების ვერსიით, არსებობდა წინასწარი გარიგება თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელსა და ერთ-ერთ უცხოელ ბიზნესმენს შორის. ამ გეგმის მიხედვით, ივანეიშვილი ინვესტორს შენობის შეღავათიან ფასად შესყიდვაში დახმარებას დაპირდა, სანაცვლოდ კი 250 000 ლარი მიიღო.