წყალტუბოს რეაბილიტაცია

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს მასშტაბურ რეაბილიტაციას იწყებს.

ამის შესახებ მან განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მზადაა, არსებული სასტუმროები და აბანოები გამოისყიდოს და მათი სრული რეაბილიტაცია საკუთარი ხარჯებით მოახდინოს, შემდეგ კი ბიზნესს გადასცეს. ივანიშვილის თქმით, ამ პროექტის შედეგად რეგიონში დასაქმდება 15 000-20 000 ადამიანი, რაც გამოიწვევს მთელი იმერეთის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

დატოვე კომენტარი