წყალტუბოს რეაბილიტაცია და ოპოზიციის შეფასება

წყალტუბოს განვითარების პროექტი პოლიტიკურ სპექტრში სპეკულაციების და კრიტიკის საგანი ხდება.

ბიძინა ივანიშვილის მიერ კურორტის ყველა სასტუმროს და აბანოს გამოსყიდვის ინიციატივას და მასშტაბური რეაბილიტაციის გეგმას ოპონენტების ნაწილი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და საქველმოქმედო პროექტის განხორციელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საუბარია უნიკალური მინერალური წყლებით ცნობილი და ახლა უკვე განადგურების პირას მისული საკორორტო ზონის აღდგენა-განვითარების გეგმაზე, რომლის მიზანი წყალტუბოს სამედიცინო და ტურიზმის ცენტრად გადაქცევაა.

ოპონენტების პროგნოზებს მმართველი გუნდი აბსურდულად მიიჩნევს და ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ არაერთ საქველმოქმედო პროექტს კიდევ ერთხელ ახსენებს.