წყალტუბო-ცაგერის გზის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, საყდრის ხიდის მიმდებარედ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, მდინარის ადიდების შედეგად წყალი საავტომობილო გზაზე გადმოვიდა. უსაფრთხოების მიზნით დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.