წყალსათხილამურო ჩემპიონატი ფოთში
35-წლიანი პაუზის შემდეგ ფოთი საერთაშორისო სპორტულ რუკაზე დაბრუნდა. „ოქროს ტბამ“ წყალსათხილამურო სპორტში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. სამ ძირითად დისციპლინაში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენმა იასპარეზა. წყალსათხილამურო სპორტის ქართული ისტორია ფოთში ჯერ კიდევ 1978 წლიდან დაიწყო, 1991 წელს კი ქალაქმა ევროპის ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა. 35 წლის შემდეგ ფოთში სპორტის ამ სახეობის ახალი სიცოცხლისთვის არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ქალაქი მასშტაბური ღონისძიებისთვის საერთაშორისო ფედერაციის კრიტერიუმების შესაბამისად მოემზადა.
დღეს ასპარეზობის ფინალური დღე იყო – თეა აბსარიძის ჩართვა #მოამბერეგიონები