წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია რუსთავში

ქალაქში ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 11 საკვანძო ჭა მოეწყობა. სამუშაოები პარალელურად შესრულდება გაგარინის ქუჩაზეც, სადაც განახლდება 1800 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდება 17 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 15 საკვანძო ჭა. მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციაში კომპანია „ჯიპივი“ ჯამში 5,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყო და მისი დასრულება გაგარინის ქუჩაზე მაისში, მეგობრობის გამზირზე კი ივნისშია დაგეგმილი.