წყალმომარაგების სისტემის მონიტორინგი
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მარნეულსა და ბოლნისში, წყალმომარაგების სისტემის მონიტორინგის პროცესში უკანონო მიერთების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, ცალკეული ობიექტები წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურით უკანონოდ სარგებლობდნენ. კომპანია ქსელის კონტროლს ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემებით, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად ისარგებლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევი პირი დაჯარიმდება.