წყალმომარაგების სისტემა საოკუპაციო ხაზთან

​საოკუპაციო ზოლში მცხოვრები ათეულობით ოჯახი რამდენიმე თვეში სასმელ წყალს მიიღებს.

საუბარია ქარელის რაიონის სოფელ ატოცზე, სადაც წყალმომარაგების პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა.

სწორედ ამ მიზეზით ე.წ. საზღვრისპირა სოფლის დაცლის საშიშროებაც იყო. ახლა დასახლებაში ჭაბურღილს ამონტაჟებენ.