წყალმომარაგების შეზღუდვები თბილისში

12:29, 19.08.2026

20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან, 21 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება თბილისის ნაწილს. მათ შორის მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩებს. მისამართების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდსა და „ფეისბუქ“-გვერდზე. 20 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მსგავსი