წყალმომარაგების შეზღუდვა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სტრატეგიული მნიშვნელობის სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაობის გამო ხვალ, 28 თებერვალს დილის 10:00 საათიდან პირველი მარტის დილის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ: ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს; მიცკევიჩს და მიმდებარე ქუჩებს. კეკელიძესა და მიმდებარე ქუჩებს, დიღომი 7-ს და სოფელი დიღმის ნაწილს.

კომპანია ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე, თბილისის შემოსასვლელთან, საგურამოსა და ნატახტარში, მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულ მაგისტრალურ ქსელებზე შესრულებული სამუშაოების შედეგად წყალმომარაგების სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება: ვაკის, მთაწმინდის და საბურთალოს რაიონებში, ასევე ქალაქ მცხეთაში – ნატახტრისა და წეროვნის დასახლებებში.