წყალმომარაგების შეზღუდვა

15:33, 05.10.2026

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში, gwp ხვალ ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც 6 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან, 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ძმები კაკაბაძეების, ბესიკის, ხოშტარიასა და მიმდებარე ქუჩებს.

კრწანისის რაიონში: დიდი ხეივნის ქუჩასა და ჩიხებს, ვერცხლის, შარდენის, ბამბის რიგს, იეთიმ გურჯის, ორბელიანის, მტკვრის, ათონელის და მიმდებარე ქუჩებს. ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის ქუჩას და მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს.

 

მსგავსი