წყალმომარაგების შეზღუდვა
მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო. 26 სექტემბერს, 15:00 საათზე, ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება გეგმის შესაბამისად შეწყდა. სისტემის დაცლის შემდეგ, 18:00 საათზე კი მოქმედი მაგისტრალის ახალ, უკვე მოწყობილ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო, რომელიც უწყვეტ რეჟიმში, დღე-ღამის განმავლობაში წარიმართება.
ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკური ჯგუფი. გეგმის მიხედვით, გადაერთების სამუშაოები დაახლოებით 24 საათს გაგრძელდება, რომლის დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება. წყალმომარაგების სრულად აღდგენა კი ხვალ, 15:00 საათამდე იგეგმება.