წყალმომარაგების შეზღუდვა

18:40, 25.09.2026

თბილისში წყალმომარაგება თითქმის ორი დღით შეიზღუდება 26 სექტემბერს, ღამის 03:00 საათიდან, 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე. აღნიშნული დაკავშირებულია ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებთან. საუბარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტზე. წყალმომარაგება შეიზღუდება საბურთალოს რაიონში, ვაკის რაიონში, გლდანში და ზაჰესის დასახლებაში. თბილისის გარდა მცხეთაში, სოფელ ნატახტარში, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებაში. ქუჩების ზუსტი ჩამონათვალი გამოქვეყნებულია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ვებ-გვერდზე.

მსგავსი