წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები

18:39, 09.11.2026

კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად განახლების პროცესი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, იცვლება სამი კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დასრულდება.

მსგავსი