წყალმომარაგების პრობლემა ზამთრის კურორტებზე

ტურისტული სეზონის პიკზე ქვეყნის მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა შეიქმნა.

ახალი წლის პერიოდში, რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის მიწოდება ბაკურიანსა და გუდაურში მნიშვნელოვანი შეფერხებით ხორციელდება. უწყლობამ რიგ შემთხვევებში გათბობის სისტემის გაუმართაობაც გამოიწვია, რაც ყინვის პირობებში განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრილია.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.