წყალმომარაგების პრობლემა ზამთრის კურორტებზე

ტურისტების ნაწილი გუდაურს ტოვებს.

მეოთხე დღეა, სამთო კურორტის ერთ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. საუბარია ახალი გუდაურის დასახლებაზე, რომელიც ტურისტულად ყველაზე დატვირთულია. წყალმომარაგების კომპანია პრობლემას წყლის მარაგის სიმცირით ხსნის, რაც კომპანიის განმარტებით, ნალექის სიმცირემ და გაზრდილმა მოხმარებამ გამოიწვია. თუმცა არგუმენტები მისაღები არ არის იმ დასასვენებელი კომპლექსისთვის, რომელმაც ტურისტულ სეზონზე არაერთი დამსვენებელი დაკარგა, გრძელდება ჯავშნების გაუქმებაც. წყლის დამატებითი მარაგების მოსაპოვებლად ტექნიკური სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ არის მოგვარებული.

წყალმომარაგების მხრივ შეზღუდვებია კიდევ ერთ სამთო კურორტზე – ბაკურიანში.