წყალმომარაგება ბაკურიანში

ამ დროისთვის ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა კურორტის 10%-ს აქვს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, თუმცა, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე აცხადებს, დღეს ღამით დასრულდება ტექნიკური სამუშაოები და წყლის რეზერვუარები სრულად შეივსება და ბაკურიანი სრულად მომარაგდება. კურორტის წყალმომარაგება 60%-ით უნდა გაიზარდოს.