წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოები დედაქალაქში
უხვი ნალექით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები ლეღვთახევშიც შექმნა. ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა. საფეხმავლო ბილიკები და მდინარის კალაპოტი, უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან გაიწმინდა. პროცესში მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები არიან ჩართული.