წყალდიდობის მძიმე შედეგები ტეხასში
ტეხასის შტატი სტიქიის ზონაა – წყალდიდობამ 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
სტიქიის ეპიცენტრი კერის ოლქია, სადაც მდინარის ადიდების გამო საკმაოდ დიდი ტერიტორია, მათ შორის სახლები და საზაფხულო ბანაკი, მთლიანად წყალმა დაფარა. მოგლეჯილი ხეები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი ქუჩები – წყალმოვარდნების განმეორების საფრთხის გამო განგაშის დონე კიდევ უფრო გაზარდეს. დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. გრძელდება ადგილობრივების ევაკუაციაც. ინიციატივის დამტკიცებას პერსპექტივა არ აქვს.