წყალდიდობის გამო პარიზში ლუვრის ნაწილი დახურეს

პარიზში წყალდიდობის გამო ლუვრის ნაწილი დახურეს.

ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მდინარე სენას ნაპირებიდან გადმოსვლის გამო, მუზეუმის გარკევული ნაწილი ნამუშევრების დაცვის მიზნით დროებით დამთვალიერებლებს არ მიიღებს.

პრევენციული ზომები კვირის ჩათვლით იქნება ძალაში. სენაში წყლის დონემ ბოლო რამდენიმე დღეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შედეგად, მდინარეზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. შეფერხებული იყო მატარებლების და მანქანების გადაადგილებაც.

დაიტბორა საფრანგეთის დედაქალაქის ზოგიერთი რაიონიც.