წყალდიდობას ირანში მსხვერპლი მოყვა

15:25, 24.07.2022

ირანის ფარსის პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. პროვინციის კრიზისის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მაშველებმა 55 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ერთი პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მომხდარის გამო, პროვინციაში კვირა დღე გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

მსგავსი