წყალდიდობა ყუბანაში
  • წყალდიდობა ყუბანაში – ექვსი ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ექვსი კი გარდაიცვალა.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში ამანათებით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნის საქმეზე დაკავებული პირი სესარ საიოკ უმცროსია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მის ფურგონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სურათები აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილი 56 წლისაა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის არასდროს მოხვედრილა სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში. ასაფეთქებელი მოწყობილობები ბოლო სამი დღის განმავლობაში 12 მისამართზე გაიგზავნა. ყველა ადრესატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკოსია. მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მსახიობი რობერტ დე ნირო, მილიარდერი ჯორჯ სოროსი. ამას გარდა, ამანათი მიიღეს ტელეკომპანია CNN-ის ოფისშიც.
  • ანექსირებულ ყირიმში გაზის მომპოვებელი კომპანია ვიქტორ მედვედჩუკთან არის დაკავშირებული.
  • კიევში ონკოლოგიური პაციენტების ნათესავები აქციებზე გამოდიან. ისინი ჯანდაცვის ხარჯების გაზრდას ითხოვენ.