წყალდიდობა ქობულეთში

ძლიერი წვიმა ქობულეთში. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით რუსთაველის ქუჩა, გილაურის დასახლება და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები სრულად დაიტბორა, მაშველებმა, სპეციალური ტექნიკით, მოსახლეობის სტიქიის ზონიდან გამოყვანა შეძლეს.

პროცესში პირადად იყო ჩართული ქობულეთის მერი. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.