წყალდიდობა ლაგოდეხში
გადაუღებელი წვიმების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეები – კაბალი, არეში, ნინოსხევი და შრომის ხევი ადიდდა. წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლები დატბორა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი სოფელ კაბალს, ვერხვის მინდორს, უზუნთალასა და განჯალას მიაყენა.
დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. სოფელ კაბალში დაიტბორა ლაგოდეხთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და კომერციული ფართები. სტიქიის ზონაში ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სხვა უწყებებიც არის ჩართული. ვითარებას ადგილზე გაეცნო კახეთის გუბერნატორი.